·
მონაწილე მასწავლებლის სახელი
და გვარი: ლანა გოგეშვილი
გთხოვთ
შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.
რატომ
იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
ეს
შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის,როგორც მასწავლებლისთვის,პროფესიული საქმიანობისთვის.
შეხვედრის ორგანიზატორმა გაგვიზიარა პირადი გამოცდილება,მასალა მომაწოდა გასაგებად.მუშაობის
პროცესში ჩავერთე აქტიურად. განხილული საკითხები
განაპირობებს ჩემს პროფესიულ ზრდას.
შემიძლია ეს სამუშაო შეხვედრა შევაფასო ,როგორც
ძალიან ეფექტური და სამომავლოდ ბიძგის მომცემი.
მონაწილე მასწავლებლის
სახელი და გვარი: ლანა გოგეშვილი
|
შეხვედრის / შეხვედრების
თარიღი: 09.01-2018 /
11.01-2018 / 12.01/ 2018
|
შეხვედრის დრო: 13: 00-15: 00
|
შეხვედრის / შეხვედრების
თემა: blogis Seqmna, marTva da gamoyeneba
|
შეხვედრის / შეხვედრების მიზანი: ist-is integrireba saswavlo procesSi,
motivaciis amaRleba
|
გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
·
google+ -ის ინსტრუმენტების აღწერა
·
ელექტრონული ფოსტის (უკვე არსებულის) გააქტიურება
·
google -ის ანგარიშის გამოყენება ბლოგის შესაქმნელად
·
საკუთარი ბლოგის შექმნა: http://lanagogesheshvili.blogspot.com/p/blog-page_58.html
·
Google Drive - მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე, blogze ganTavseba, URL Casma.
·
videos atvirTva , HTML კოდის ჩაშენება
სულ
შედგა სამი შეხვედრა, პირველ შეხვედრაზე გავააქტიურე ელექტრონული ფოსტა,რომელიც გამოვიყენე ბლოგის შესაქმნელად. ვიმუშავე
ბლოგის დიზაინზე, შევქმენი გვერდები(ჩემ
შესახებ, მიზანი და შინაარსი, კოლეგებთან შეხვედრა...)
ვისწავლე დისკზე განთავსებული საქაღალდეების ბლოგზე ჩასმა.
საკმაოდ
საინტერესოდ მეჩვენა ჩაშენების კოდის
გამოყენებით ვიდეოს ატვირთვა,
მოვამზადე საპრეზენტაციო მასალა სანდრო ბოტიჩელის "პრიმავერა".
მონაწილებმა გავუზიარეთ ერთმანეთს ბლოგების
ბმულები, გამოვხატეთ შთაბეჭდილებები და
გავითვალისწინეთ შენიშვნები.
|
როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში
მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
ეს ბლოგი დამეხმარება
ჩემი ნამუშევრების წარმოჩენაში, მიმაჩნია, რომ მოსწავლეებთან კომუნიკაციის და მასალის მიწოდების საუკეთესო საშუალებაა. სამომავლოდ აქტიურად გამოვიყენებ ბლოგს საგაკვეთილო პროცესში, დავგეგმავ არაერთ აქტივობას ,როგორც
საგაკვეთილო, ასევე კლასგარეშე მუშაობის წარმართვისათვის. მრავალფეროვანი მასალა
უზრუნველყოფს მოსწავლეთა კიდევ უფრო
მეტად დაინტერესებასა და ცოდნის გაღრმავებას.
|
როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას
მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
თანამედროვე მოსწავლეებისთვის
მეტად მნიშვნელოვანია ციფრულ რესურსებთან წვდომა და დამატებითი მასალის ადვილად მოპოვება, ვფიქრობ ,ბლოგი მოსწავლეთა ინტერესს დააკმაყოფილებს და უზრუნველყოფს მათ სათანადო რესურსებით.
|
თემა
|
რენესანსის ეპოქა და ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება
|
საგანი
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
|
პედაგოგის სახელი და გვარი
|
ლანა გოგეშვილი
|
სწავლების საფეხური
კლასი
|
საბაზო. VII კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
34 მოსწავლე. მოსწავლეები გამოირჩევიან
მოტივაციით და სააზროვნო უნარებით. განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროების მქონე მოსწავლეები არ მყავს.
|
ხანგრძლივობა
|
40 წთ.
|
სსმ მოსწავლე
|
არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
Ø ეს ეპოქა ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ,ვინაიდან ამ დროს ყურადღების ცენტრში მოექცა ადამიანისა და სამყაროს რეალურად ასახვის სურვილი. ამის გარდა ხელოვნების მათვარი მიზანი იყო მეცნიერულად და თეორიულად შემუშავებული მეთოდები. ასევე მნიშვნელოვანია ამ ეპოქის არქიტექტურა რაზეც დიდი გავლენა მოახდინა ანტიკური კულტურის ხელოვნებამ.
Ø ეს გაკვეთილი მრავალფეროვანია და შედეგიანი იმდენად, რამდენადაც მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ხელოვნებაში, რისი დახმარებითაც შეძლებენ ხელოვნების ნიმუშების ანალიზს, რაც ხელს შეუწყობს საკუთარი ხედვისა და გემოვნების ჩამოყალიბებას.
Ø ეს გაკვეთილი მოსწავლეებს განუვითარებს შემოქმედებით უნარს, ჩამოუყალიბებს კრეატიულ აზროვნებას.
|
გაკვეთილის მიზნები
|
Ø გაკვეთილის მიზანია ხელოვნების ნიმუშების უნივერსალური ენის შესწავლა და მისი საშვალებით ეროვნული და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება.
ხელოვნების აღქმის უნარის ჩამოყალიბება და ამის ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის
გაღვივება ხელოვნებისადმი.
Ø მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენენ, რომ ხელოვნება არის კულტურის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება., მსჯელობენ ამა თუ იმ ერის შესახებ, მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით. მსჯელობენ ,თუ როგორ იცვლებოდა სახვითი ხელოვნება დროსთან ერთად
Ø მოსწავლეები იკვლევენ ,,უნივერსალურ ადამიანს” ლეონარდო და ვინჩს,გამორჩეული შემოქმედის ცხოვრებას და მოღვაწეობას.
Ø მოსწავლეები
ეცნობიან რენესანსულ
ანუ უნივერსალურ
ადამიანს, რატომ
უწოდებენ ლეონარდო
და ვინჩს.გაიგებენ
მისი უნიკალური
აღმოჩენების შესახებ.
აღწერენ უბის წიგნაკიდან
თვითოეულ ჩანახატს.
Ø განუვითარდეს
კვლევის,
ანალიზის, მსჯელობის,ურთიერთთანამშრომლობის
უნარი.
Ø გაკვეთილი
ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ხელოვნების ნაწარმოების ანალიზის უნარ-ჩვევის განვითარებაში.
Ø
ისტ-ს საშუალებების გამოყენებისას თანამშრომლობს ჯგუფში როგორც თანაკლასელებთან, ასევე მასწავლებელთან. ქმნის მისი ასკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების, მასწავლებლის დახმარებით.
.
|
შედეგები
|
ს.გ.VII.6. მოსწავლეს
შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
·
ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი ამოცანის მიზნიდან
გამომდინარე;
·
განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო ვადას და იცავს
დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
·
მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღებაში.
ს.გ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით
გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.
·
წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე
·
კორექტულია სხვის ნამუშევარზე საუბრისას;
·
ჯგუფური ნამუშევრების წარდგენისას საუბრობს იმ მიზნებზე
და ამოცანებზე, რომლებიც ჯგუფს ჰქონდა დასახული
(რამდენად მიაღწია ჯგუფმა დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს
ჯგუფი სამომავლოდ);
ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია
წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის
და კომუნიკაციის საშუალება.
·
საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭდილებაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა,
კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);
·
აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით);
·
მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების
ნიმუშების გაცნობით.
ს.გ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
·
ამოიცნობს
სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
·
არჩევს
ერთმანეთისგან რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს;
·
ამოიცნობს
ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;
·
ასახელებს
სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
ს.გ.VII.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების
შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
·
მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა
კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე;
·
ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას
ვიზუალური ელემენტების მიხედვით;
·
ამოიცნობს ისტორიულ მოვლენას, რომელიც შემოქმედის შთაგონების წყაროდ
იქცა.
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
მუშაობა:ინდივიდუალური, ჯგუფური ,წყვილებში, კლასთან.
|
რესურსი
|
სახელმძღვანელო, დაფა,
თაბახის ფურცელი, კალამი, პროექტორი,ილუსტრაციები,ფერადი ფანქრები და ინტერნეტ-რესურსები.
|
I ფაზა
(გამოწვევა)
ფაზა-II
(შეჯამება)
ფაზა-III
(შეჯამება)
|
გაკვეთილის ჩასატარებლად დამჭირდა წინასწარ პრეზენტაციი მომზადება, რადგანაც ჩემს საგანში ზღვა
მასალაა და უმეტეს შემთხვევაში უცხოურ ენაზე, ბავშვებისთვის წინასწარ დავამზადე PowerPoint - ში
რამდენიმე პრეზენტაცია “რენესანსი“, ლეონარდო და ვინჩი“,“ საიდუმლო სერობა“ რომლებიც
განვათავსე ჩემს ბლოგზე. მიუთითე მისამართი
და ვთხოვე გაცნობოდნენ მასალას.
გაკვეთილის თანმიმდევრობა:
კლასის ორგანიზება: მუშაობა მთელ კლასთან
დრო : 2წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მთავარ თემას და საკითხებს.
აქტივობა I- გონებრივი იერიში
შესავალი საუბარი, წინარე ცოდნის შემოწმება ხდება ჯგუფური მუშაობის მეშვეობით (3)
წთ)
1)
კლასთან ინტერ
აქციით
წინასწარ სასწავლო ოთახში მოწყობილი მაქვს ლეონარდო და ვინჩის სამუშაო
მაგიდის მაკეტი, მისი ნამუშევრებით , ჩანაწერებითა
და ჩანახატებით.
ვთხოვ ბავშვებს დააკვირდნენ მაგიდას და მასზე
წარმოდგენილი ნივების დახმარებით აღწერონ რა პროფესიის შეიძლება ყოფილიყო მაგიდის
პატრონი ?
თქვენი ვარაუდით რომელ მხატვარს შეიძლება ეკუთვნოდეს
ეს მაგიდა?
რომელი მიმდინარეობის წარმომადგენელია იგი?
გავიხსენოთ რენესანსის ეპოქა.
1.რა მოხდა იტალიის ქ.სიენაში? რომელ საუკუნეში?
2. ვინ იყო ქანდაკების ავტორი?
3. სად დადგეს ეს ფიგურა? რატომ?
4. გავაკეთოთ დასკვნა ამ პროცესმა რას შეუწყო ხელი, რა გაძლიერდა?
5. აღორძინების ხანის რომელი ხელოვანი შევისწავლეთ?
6. მათი შედევრებიც გავიხსენოთ.
7. რა იყო მთავარი აღორძინების ეპოქისთვის?
8. რა მსგავსება არის ანტიკური ხელოვნების ნიმუშებსა და აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში?
განვლილი მასალიდან გამომდინარე მოსწავლეებს უკვე საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია აქვთ ამ პერიოდზე, შესაბამისად კითხვა-პასუხის სახით რენესანსის კულტურის ზოგადი მიმოხილვა ხდება კლასში და მოსწავლეებში ცოდნის გააქტიურება
აქტივობა-II
მოსწავლეებს ვყოფ 4 ჯგუფად
და ვაძლევ დავალებას.
ჯგ-1- რენესანსი.
ჯგ-2- „უნივერსალი ადამიანი“
ლეონარდო და ვინჩი
ჯგ-3-„საიდუმლო სერობა“
ჯგ-4- ქმნის ლეონარდოს
ჩანახატების მიხედვით პარაშუტის მაკეტს.
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს
პრეზენტაციას, მინი ლექციით. 21 წთ. დრო
თითოეულს(5 წთ)
აქტივობა-III
ბავშვებმა უკვე იციან ლეონარდოს
წერის განსაკურებული მანერის შესახებ(რომ ის ცაცია იყო და თან მარჯვნიდან მარცხნივ წერდა)
ვუჩვენებ სლაიდს და ვთხოვ შეძლებისდაგვარად
შექმნან მსგავსი ნიმუში ფურცლებზე. (4წთ)
აქტივობა IV. გავმართავთ საკლასო დისკუსიას. (მთელ ლათან)
პავერ პოინტის
მეშვეობით წარვადგენ სლაიდ შოუს და ვთხოვ ბავშვებს ამოიცნონ: ტილო,ავტორი, მიმდინარეონა, ჟანრი
და დარგი.
მოსწავლები კიდევ ერთხელ აღწერენ, შეადარებენ ,განალიზებენ და შეაფასებენ, რაც ხელს შეუწყობს სოციალური უნარების განვითარებას (4წთ)
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.
|
|
- სტრატეგია: რა დმამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლებს 10 წუთით ადრე ურიგრბს მცირე ზომის ფურცლებს და ავალებს დააწერონ საკუთარი სახელი და გვარი.შემდეგ ერთი მომცრო აბზაცით ჩამოაყალიბონ თუ რა დამახსოვრდათ კონკრეტულად ამ გაკვეთილიდან . (5წთ)
|
|
|
ქულები
|
1–4
|
5–6
|
7–8
|
9–10
|
ჩართულობის ხარისხი
|
იშვიათად მონაწილეობს.
|
როგორც წესი მონაწილეობს.
|
ყოველთვის მონაწილეობს.
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას.
|
ჯგუფური მუშაობა
|
პასიურია.
|
ნაწილობრივ მუშაობს.
|
იზიარებს თანაგუნდელთა აზრს.
|
მუშაობს თანაგუნდელთან ერთად.
|
შემოქმედებითობა
|
არ ავლენს.
|
ნაკლებად ავლენს.
|
ხშირად ავლენს.
|
ავლენს ფანტაზიის უნარს.
|
საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და გადმოცემის უნარი
|
არა აქვს.
|
ნაკლებად აქვს.
|
აზრს აყალიბებს მაგრამ შეცდომით გადმოსცემს.
|
აქტიურია, მოსაზრებას გადმოსცემს სწორად.
|
|
|
|
|
|
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий